სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს მიხეილ ქვაჭრელიშვილს დღეს დაკრძალავენ
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, მიხეილ ქვაჭრელიშვილს დღეს ყვარლის რაიონში, მშობლიურ სოფელ გავაზში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქვაჭრელიშვილის გაურკვეველ ვითარებაში აღდგომის ღამეს, 4 აპრილს დაიკარგა და 16 აპრილს მსახიობი სამართალდამცავებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ ქვაჭრელიშვილმა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, დრამისა და კინოს მსახიობის განხრით დაამთავრა და უკვე 10 წელია სოხუმის დრამატული თეატრის დასში მოღვაწეობს.