თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები ნაწილობრივ განახლდა. ამის შესახებ "ჯ-ეიჩ-ენს~ აეროპორტში განუცხადეს.
როგორც აეროპორტში აღნიშნავენ, ლონდონისა და მიუნხენის გარდა, ევროპის მიმართულებით თითქმის ყველა რეისი სრულდება.
ავიაკომპანია ~აირზენას~ თვითმფრინავი კი, რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ პარიზის მიმართულებით უკვე გაფრინდა. ამასთან, ავიაკომპანია ევროპული მხარიდან თანხმობას ელოდება ფრანკფურტის მიმართულებით ფრენის განხორციელებაზე.
აეროპორტიდან შეუფერხებლად ხორციელება ფრენა კიევის, ბაქოს, მინსტის, სტამბული მიმართულებით.
ისლანიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქნილი ფერფლის ღრუბლის გამო ევროპის საჰაერო სივრცეში შექმნილი პრობლემების შედეგად, ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან ოთხი დღის განმავლობაში ვერ ხორციელდებოდა.
დღეიდან კი, ევროსპი საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გაიხსნება. იგი სამ ზონად დაიყოფა, სადანაც ერთი დახურული, ერთი ღია, მესამე კი სარეზერვო ზონა იქნება. აღნიშნული გეგმა მას შემდეგ შემუშავდა, რაც ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის ტრანსპორტის მინისტრებმა საკუთარი საჰაერო სივრცის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.