ძლიერმა წვიმამ კახეთში, გურჯაანის რაიონი დააზარალა. სტიქიის შედეგად ახტალის ხევი ადიდა, რის გამოც სარაჯიშვილის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე საცხოვრებელი სახლები დატბორა.
წყალმა დაფარა სახლების პირველი სართულები და სარდაფები.
განადგურებულია მოსავალიც, დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი.
მოსახლეობა სტიქიას მთელი ღამის განმავლობაში საკუთარი ძალებით ებრძოდა. სტიქიის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა გურჯაანი - ლაგოდეხი - თბილისის ავტომაგისტრალზე.
ჯერჯერობით უცნობია წაყალდიდობისგან მიყენებული ზარალი. დღეს დილიდან დაზარალებულ მოსახლეობასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ზარალს ადგილზე დაითვლიან.