დღეს, 20 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზში რეგიონალური ფესტივალი "ხარისხი და პროფესია - თბილისი, საერთაშორისო ფესტივალი" გამოფენითYგაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიოზატორებმა აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. პაოლო დელ ბიანკოს აკადემიის რექტორის გია ბუღაძე საპატიო პროფესორის წოდებას მინიჭებას.
ფესტივალის ფარგლებში 20-23 აპრილს კონფერენცია "ცხოვრება ტურიზმის გზით - ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი" გაიმართება.
ფესტივალი შემდეგ დარგებში ჩატარდება: არქიტექტურა - ინტერიერი, სამოქალაქო არქიტექტურა, ურბანული გეგმარება; სახვითი ხელოვნება - ფერწერა, გრაფიკა, პლასტიკა; მედიახელოვნება - ვიდეოარტი და ანიმაცია, ფოტოგრაფია, ვიზუალური და ციფრული ხელოვნება; კულტურული მემკვიდრეობა - კონსერვაცია, რესტავრაცია; ხელოვნების ისტორია და თეორია; დიზაინი, მოდა, კულტურული ტურიზმი.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან თსუ, საქართველოს სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ტექნიკური უნივერსიტეტი.
23 აპრილს რეგიონალური ფესტივალის "ხარისხი და პროფესია-თბილისი, საერთაშორისო ფესტივალი" მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დაიხურება.