დღეს, 20 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების # 89 მიმართულებაზე, ონლაინსემინარი ჩატარდება.
სტუ-ში, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების # 89 მიმართულებაზე, მიმდინარეობს სემინარები ონლაინრეჟიმში (პირდაპირ ეთერში). სემინარებს უძღვებიან გამოცდილი ექსპერტები ამა თუ იმ სფეროში, სხვადასხვა ცნობილი კომპანიიდან და სახელმწიფო სტრუქტურიდან. პირველი სემინარი 19 მარტს ჩატარდა.
მსმენელს შეუძლია უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სემინარის მსვლელობაში და ინტერნეტით დაუსვას შეკითხვები მომხსენებელს. ასევე, მიმდინარეობს სემინარების ჩაწერა, რათა მოგვიანებით დაიდოს ამ სემინარის ვიდეოჩანაწერი თავისი პრაქტიკული მაგალითებით.
მომდევნო სემინარები ტრადიციულად ჩატარდება ყოველ სამშაბათს, 13:00 საათზე (სტუ, მე-6 კორპუსი, VIII სართული, 805 ბ აუდიტორია). თემები რამდენიმე დღით ადრე წინასწარ ცხადდება # 89 მიმართულების ვებგვერდზე: ჰტტპ://წწწ.გტუ.გე/კატ89