ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას ანტიკორუფციული კომიტეტიების შექმნის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობა აფასებს. გია ვოლკიას განცხადებით, ყოფილ მმართველ გუნდს კორუფციული სქემის შექმნის დიდი გამოცდილება აქვს. ამიტომ, თუ ნაციონაური მოძრობა კოფრუფციის წინააღმდეგ რაიმე სახის მეთოდს შეიმუშავებს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით მიმდინარე კვირაში სამი ანტიკორუფციული კომიტეტი ამოქმედდება, რომლებიც თბილისში, სენაკსა და გურჯაანში იფუნქციონირებს. როგორც უმცირესობა განმარტავს, კომიტეტები კორუფციის, ნეპოტიზმისა და დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენაზე იქნება ორიენტირებული.