წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი ბობ ჰიუიტი გაასამართლეს. მას ბრალად არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურება ედება. გამოძიების თანახმად, 80-იან წლებშში ჰიუტის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი სამი გოგონა გახდა, რომლებსაც ლეგენდარული სპორტსმენი წრთვნიდა. 75 წლის ჰიუიტი ბრალდებას ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს. ანალოგიური ბრალდება მას 2012 წელსაც წაუყენეს, რის გამოც ის ჩოგბურთის საერთაშორისო დარბაზიდან გარიცხეს. სამხრეთ აფრიკელი სპორტსმენი დიდი შლემის ტურნირების 9 გზის გამარჯვებული და დევისის თასის მფლობელია.