,,თავისუფალი დემოკრატები” "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მთავრობის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ,, ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსულტაციები მთავრობის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, არ მიმდინარეობს.
„ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი დააშინონ ერთმანეთით. საქართველოს და მის მომავალს არცერთი არ სჭირდება. საქართველოს სჭირდება განვითარება და არ სჭირდება დაბრუნება სააკაშვილის წარსულში. რაც მთავარია აქციაზე მისული ხალხი, ძირითადად გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც მთელს საქართველოშია, რომ უმოქმედობამ საქართველო დახია უკან,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.