თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები უკვე მეოთხე დღეა შეფერხებულია.
როგორც ~ჯი-ეიჩ-ენს~ აეროპორტში განუცხადეს, დღეს დილის 5 საათზე დაგეგმილი ავიარეისი თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით, 16:00 საათისთვის გადაიდო. ფრენა ავიაკომპანია ~აირზენამ~ უნდა განახორციელოს.
დონეცკიდან იგვიანებს თბილისის მიმართულებით თვითმფრინავის გამოფრენაც.
ამასთან, როგორც აეროპორტში აღნიშნავენ, შეუფერხებლად ხორციელდება რეისები კიევის, სტამბულის, ბაქოსა და მისნკის მიმართულებით.
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქნილი ფერფლის გამო, ევროპაში ფრენები ოთხი დღეა პარალიზებულია. შესაბამისად, რეისები შეფერხდა თბილისიდანაც, აღნიშნულ დღეებში ვერ შესრულდა მიუნხენის, ვენის, ლონდონის და სსვა ქალაქების მიმართ დაგეგმილი ავიარეისები.