მსოფლიო პირველმა ჩოგანმა კიდევ ერთი ასპარეზობა მოიგო. ინდიან-უელსის ღია პირველობის ფინალში სერბმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩის გამარჯვებით, 6:3, 6:7 (5:7), 6:2 დასრულდა. მსოფლიო პირველი ჩოგანის კარიერაში ეს 50-ე პრესტიჟული ტიტულია. ფულადი პრემიის სახით მან 900 ათასი დოლარი მიიღო.