დღეს, 19 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საგარეო უწყებაში ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გასული მოვ;ენებს შეაჯამებს და დაგეგმილ ღონისძიების შესახებ ისაუბრებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დავით ჯალაღანია საზოგადოებას საგარეო პოლიტიკის კუთხით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
ორშაბათის, ტრადიციულ პრესკონფერენციას საგარეო საქმეთა სამინიტროში 11:00 საათზე გაიმართება.