პარლამეტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარმატებები უსურვა.
პარალემნტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გააკეთებს ყველაფერს რომ ქართული მართლმსაჯულება იყოს ყველაზე უფრო სანდო ინსტიტუტი.
,,კანდიდატურა დასახელებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ჩვენ საშუალება გვქონდა მიგვეღო, შესაძლოა ჩვენი მოწვევის პარლამენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც 10 წლის ვადითაა გამიზნული და განსაზღვრული და მინდა გამოვთქვა, არა მარტო იმედი, არამედ რწმენა იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქართული მართლმსაჯულება იყოს ყველაზე უფრო სანდო, ისეთი ინსტიტუტი, რომელიც მოქალაქეებში იწვევს ნდობას, არის ბოლო იმედი ყველაზე უფრო უიმედო სიტუაციაშიც კი, რომ სიმართლე და სამართალი არ დაიკარგება. გისურვებთ ამ პრინციპების ერთგულებას“_გაცხადა უსუფაშვილმა,
კანონმდებლებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე აირჩიეს.
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას 88 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.
ნინო გვენეტაძემ თანამდებობაზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვლა.