ქაბულში პოლიციამ ძალადობაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავა. მათ ბრალად ახალგაზრდა ქალბატონის მკვლელობა ედებათ. 30 წლის ქალი ლინჩის წესით ქაბულში იმის გამო დასაჯეს, რომ მან ყურანი დაწვა. აღგზნებულმა ბრბომ ქალი ქუჩაში გამოიყვანა და ქვებითა და წიხლებით ჩაქოლა. შემზარავ აქტს პოლიციელები თვალს ახლოდან ადევნებდნენ, თუმცა მოძალადეებისთვის ხელი არ შეუშლიათ.