ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სიკვდილით 18 თანამებრძოლი დასაჯეს. როგორც ჯიჰადისტები ირწმუნებიან, სიკვდილმისჯილები ქურთ ამბოხებულებთან მოლაპარაკებებს დათანხმდნენ და ტყვედ ჩაბარებას აპირებდნენ. ამის გამო ისინი კირკუკის ცენტრში საჯაროდ დახვრიტეს. ბოლოს სიკვდილით დასჯის მასობრივი აქტი ჯიჰადისტებმა ტალ-აფარში 11 თებერვალს მოაწყვეს. მათ ღალატის ბრალდებით 23 თანამებრძოლი მოკლეს, რომლებმაც ქურთებთან ბრძოლაზე უარი თქვეს.