პროკურატურა დეპუტატ როლანდ ახალაიას საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ, საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პროკურატურას დაუსაბუთებლად მიაჩნია.
,,ვინაიდან საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა როლანდ ახალაიას დანაშაული. როცა მივიღებთ დასაბუთებულ განაჩენს, გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით. მიგვაჩნია, რომ ის არგუმენტები, რაც სასამართლომ განაცხადა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
საქალაქო სასამართლომ ,,ნაცმოძრაობის” დეპუტატი როლანდ ახალაია უდანაშაულოდ სცნო.
პროკურატურა ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ორი ეპიზოდისათვის ედავებოდა, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებითვე რონალდ ახალაიას ასევე დაუბრუნდება გირაოს თანხა 10 000 ლარის ოდენობით.