ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქნილი კვამლის გამო ევროპის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები არ გადაიდება. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
როგორც ცნობილია, სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალური შეხვედრა მილანში, ადგილობრივ "ინტერსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის უნდა გაიმართოს, ხოლო ოთხშაბათს, მიუნხენში "ბაიერნი" ლიონის "ოლიმპიკს" უმასპინძლებს. დილით გავცელებული ინფორმაციის თანახმად, ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქნილი კვამლის გამო არსებობდა მატჩების გადადების საშიშროება, თუმცა უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნახევარფინალები არ გადაიდება და დათქმულ დროს ჩატარდება.
როგორც ცნობილი გახდა, კატალონიის "ბარსელონა" მილანში ორშაბათს ავტობუსით გაემგზავრება. ტრანსპორტირებისთვის ავტობუსი აირჩია ფრანგულმა "ლიონმაც", რომელიც გერმანაიში სამშაბათს ჩავა.