,,ნაციონალების აქცია” რუსთაველის გამზირის ნაცვლად თავისუფლების მოედანზე გაიმართება. როგორც პარტიის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განმარტა ცვლილების მიზეზი აქციის მონაწილეთა მოსალოდნელი დიდ რაოდენობაა.
,, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმდენად დიდი არის სურვილი აქციაზე მომსვლელების, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქციის დისლოკაცია შევცვალოთ და ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე განმარტებით, თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა 14:00 საათისთვის ვარდებისა და კოლმეურნეობის მოედნებიდან დაიწყება და აქცია თავისუფლების მოედანზე კი 16:00 საათზე გაიმართება.