მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის პრეზიდენტი მოუწოდებს. საგანგებო განცხადება ვლადიმერ პუტინმა ასტანაში გააკეთა, სადაც ის ყაზახეთისა და ბელარუსის ლიდერებს ხვდება. "ძალიან ვიმედოვნებთ, რომ კიევი მინსკში მიღწეული შეთანხმების პირობებს შეასრულებს,"-აღნიშნა პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას. თავის მხრივ, ევრაზიული კავშირის სამიტის მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა ნულსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ დონბასის კრიზისის ძალისმიერი გზით გადაჭრა შეუძლებელია.