მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის სერიოზული გამოცდაა. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. "სამწუხაროდ, სერიოზული გამოცდის ქვეშ დავდექით. რუსეთსა და ყაზახეთში ნავთობის საექსპორტო ღირებულება შემცირდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი რისკის ქვეშ შესაძლოა დავმდგარიყავით,"-აღნიშნა ნულსულთან ნაზარბაევმა. თავის მხრივ, კრემლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი შექმნილ სირთულეებს დაძლევს. ასტანაში პუტინი დღეს დილით ჩაფრინდა და ყაზახ კოლეგას შეხვდა. მოგვიანებით მათ ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკოც შეუერთდება.