არადეკლარირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 18 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ი.-ის ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს 15 აბი A-ferin, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს, და 28 აბი Dolorin Cold, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ფსევდოეფედრინს.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.