სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში 28 წლის ქალი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით ერთი გასროლით მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მან თავი ჩამოიხრჩო.
,, რუსთავი-2”-ის ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთ ავტოსკოლაში გაკვეთილზე იმყოფებოდა. როგორც გარდაცვლილის თანასოფლელები ყვებიან, მკვლელობის მოტივი შესაძლოა მათ შორის არსებული უთანხმოება გამხდარიყო.
ადგილობრივების განმარტყებით, ლალი ბადიაშვილმა გიორგი გელაშვილს ცოლობაზე უარი უთხრა.
ორივე მათგანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის სამსახურში მუშაობდა.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.