ვაკის გამგებლის მოადგილეს მამუკა ცაავას ბრალს წაუყენებენ. მამუკა ცაავა სამართალდამცველებმა ქრთამის აღებისთვის გუშინ დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, გამგებლის მოადგილე ერთ-ერთ მოქალაქეს დასაქმებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით, 3 ათასი ევრო გამოართვა.
მაღალჩინოსნის დაკავებაზე დავით ნარამანიამ თბილისის მთავრობის საგანგებო თათბირი გამართა რომელსაც ყველა რაიონის გამგებლები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
მერმა გამგებლებს მათ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე კონტროლის გამკაცრება მოსთხოვა.