საქართველო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების საკითხს ბრიუსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ,,საქართველო რადარებიდანაა ჩამოვარდნილი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ კვლავ მოხვდეს რადარზე”.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიუშაობა უფრო აქტიურად უნდა გააგრძელოს.
,,საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია არ ჩამოვარდეს რუკაზე, რადგან პრაქტიკულად განგვაცალკევეს უკრაინისგან. სადაც ახსენებენ უკრაინას, იქ აღარ ხდება ჩვენი ხსენება, ეს გააკეთა საქართველოს მთავრობამ სრულიად შეგნებულად. საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ ფაქტობრივი ანექსია გუშინ ცხინვალის რეგიონის. რომელზეც საქართველოს მთავრობის რეაქცია რბილად რომ ვთქვათ იყო უცნაური_ეს ქაღალდი არაფერს არ ნიშნავს. ქაღალდი რა თქმა უნდა უკანონოა, მაგრამ ეს არის დაგვირგვინება იმისა რომ ამ საკითხს არავინ არ ეხმაურება და ამ საკითხზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის შემოღებული იმ პირობებში როდესაც უკრაინის თემაზე სანქციებია შემოღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ბოლო მექანიზმებს ვკარგავთ”, _განაცხადა სააკაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც ,,ევროპის სახალხო პარტიის” სამიტს ესწრება.