პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა ქართველ ხალხს მადლობას კიდევ ერთხელ უხდის.
"ამ მძიმე დღეებში პოლონეთის გვერდით ყოფნის გამო საქართველოს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო", - აცხადებს დოროშევსკამ.
მისივე შეფასებით, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი პოლონელებისთვის გმირი იყო და სწორედ ამიტომაც გადაწყდა მისი ეროვნული გმირებისა და მეფეების გვერდით დაკრძალვა.
"დღეს პოლონეთი პრეზიდენტსა და პირველ ლედის ემშვიდობება. ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის ცხედრები უკვე გადაასვენეს კრაკოვში. ეს არის ადგილი, საიდანაც პოლონეთის სახელმწიფოებრიობა დაიწყო. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ კაჩინსკის კრაკოვში დაკრძალავენ, ნიშნავს იმას, რომ იგი პოლონეთის უდიდეს გმირებთან ასოცირდება... მადლობლები ვართ, რომ ქართველი ერიც ამ მძიმე წუთებში ჩვენს გვერდით დგას", - განმარტავს დიპლომატი.