თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე კანონმდებლებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანელიძემ განმარტა ამ მიზნით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სამინიიტროსა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს შორის.
,, მე მგონი ძალიან მალე ძალიან, რადგან ამ საკითხზე ინტენსიური მუშაბა მიმდინარეობს ჩვენსა და კომიტეტს შორის”, _განაცხადა მინდი ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, თავდაცვის მინისტრსა და კომიტეტს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მისი საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობა ობიექტური მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ შედგა.
,,კომიტეტს დიდი სურვილი აქვს თავდაცვის მინისტრს მოუსმინოს და კომუნიკაცია მინდია ჯანელიძესთან დიდი ხანია არსებობს. პრობლემა, რის გამოც მისი მოსვლა პარლამენტში გაჭიანურდა, დროში არათანხვედრა იყო. ჩემი წინადადებაა, სასესიო კვირის დასრულების შემდეგ კონკრეტულ თარიღზე შევთანხმდეთ და მინისტრის მოსმენა ჩავატაროთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა 26 თებერვალს გამართულ კომიტეტის სხდომაზე.