კანადის პრემიერ-მინისტრი რუსეთს ყირიმის ოკუპაციის შეწყვეტისა და დონბასიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. "ერთი წლის წინ ყირიმში ე.წ. რეფერენდუმი პუტინის რეჟიმის გავლენით ჩატარდა, რათა ნახევარკუნძულის ანექსიის ლეგიტიმაცია მომხდარიყო. კანადა არასდროს არ აღიარებს ყირიმის ანექსიას. მოვუწოდებ რუსეთის პრეზიდენტს, დესტაბილიზაციის კამპანია შეწყვიტოს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს,"-ნათქვამია სტივენ ჰარპერის განცხადებაში.