ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, მადონას მიერ ჰოვარდ სტერნის რადიოშოუში გაკეთებულმა განცხადებამ მისი მშობლიური ქალაქის მერი აღაშფოთა. რადიოინტერვიუში მადონამ განაცხადა, რომ 19 წლის ასაკში ნიუ იორკში გააუპატიურეს, თუმცა მშობლიურ როჩესტერ-ჰილში დაბრუნების სურვილი არ გასჩენია. "ამ საშინელი ინციდენტის შემდეგ აზრადაც არ მომსვლია სახლში დავბრუნებულიყავი. ყოფილხართ ოდესმე მიჩიგანის ქალაქ როჩესტერ-ჰილში? იქ ცხოვრობენ ადამიანები პროვინციული აზროვნებით. მე იქ არასდროს დავბრუნდები,"-განაცხადა მადონამ. პოპ ვარსკვლავის გულახდილ ინტერვიუს მოგვიანებით მისი მშობიური ქალაქის მერი გამოეხმაურა. " ჩვენი ქალაქისადმი შესაძლოა სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობდეს, მაგრამ ქალაქის მცხოვრებლები პროვინციალები არ არიან და არც პროვინციალურად აზროვნებენ,"-აღნიშნა ბარბარა ბარნეტმა.