ფინანსთა მინისტრი თებერვლის მაკრო-ეკონომიკური პარამეტრებით კმაყოფილია. როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, თებერვალი იმედიანი თვე იყო.
ქვეყნის პირველი ფინანსისტის თქმით, თებერვალში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა გაიზარდა.
"შარშან ის შეადგენდა 3.4 მლრდ ლარს. მიმდინარე წლის თებერვალში კი ის გაზრდილია 15.5%-ით და შეადგენს 3.9 მლრდ ლარს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში დღგ-ს ბრუნვები გაზრდილია 700 მლნ ლარით, ანუ დაახლოებით, 10%-ით. დღევანდელი დილის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 1 მლრდ 354 მლნ ლარის გადასახადები, რაც 104 მლნ ლარით მეტია შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით. ბიუჯეტიდან გაწეულია ასევე 1 მლრდ. 670 მლნ ლარის ხარჯი, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 165 მლნ ლარით მეტია. ასევე 123მლნ ლარით გაზრდილია საბოლოო ნაშთი, ეს არის 478 მლნ ლარი, აქედან 272 მლნ განთავსებულია კომერციულ ბანკებში”, - განაცხადა ხადურმა.