ანტიგლობალისტებმა ფრანკფურტში მასობრივი არეულობები მოაწყვეს. მემარცხენე რადიკალები თავს ევროპის ცენტრალური ბანკის ოფისს დაესხნენ. მათ შენობის წინ რამდენიმე მანქანა დაწვეს, სამართალდამცავებს კი ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ რადიკალების წინააღმდეგ ცრემლსადენი დაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად 70-მდე პოლიციელი და დემონსტრანტი დაშავდა. მასობრივი არეულობების მიუხედავად, ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი შტაბ-ბინის გახსნის ცერემონია მაინც გაიმართება. სტუმრების უსაფრთხოებას 10 ათასამდე სამართალდამცავი იცავს.