დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილსერვისის“ საქმის არსებითი განხივლა გაგრძელდება. სხდომას არ დაესწრება ბრალდებული გიგი უგულავა, რომელიც ბრალის დამძიმების და მისი პატიმრობაში დატოვების გამო, სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.
პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება.
დაცვის მხარის განმარტებით, ყველა ბრალი და უგულავას წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლება ცდილობს თბილისის ყოფილი მერი პატირმობაში დიდხანს დატოვოს.
საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს “თბილ-სერვის ჯგუფიდან” სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას.