ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ უკრაინისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნასთან დაკავშირებით იხუმრა. მომღერლის თქმით, ამას ის იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ საქართველოში „რამე მოხდება.“
კიევში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე კიკაბიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს, რაზეც მეუღლეს უკვე შეუთანხმდა. უკრაინული მხარის რეაქციამ არ დააყოვნა.
შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მზადაა ქართველი მომღერლისა და მისი ოჯახისთვის თავშესაფრის მიღების საკითხი განიხილოს.