ვანუატუ ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია სასმელად ზღვის წყალი გამოიყენოს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი კუნძულ მოსოზე, სადაც სურსათისა და სასმელი წლის კატასტროფული დეფიციტია. ტროპიკულმა ციკლონმა "პემმა" ჯუჯა სახელმწიფოს გასულ კვირას გადაუარა, რის შედეგადაც ვანუატუში საცხოვრებელი სახლების 90 პროცენტი განადგურდა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებაც. წყნარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფოს მოსახლეობა სულ 267 ათას ადამიანს შეადგენს.