მოსკოვი ნადეჟდა სავჩენკოს მის დაზე არ გაცვლის, რადგანაც რუსულ კანონმდებლობაში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა განაცხადა. დიმიტრი პესკოვის თქმით, ის ვერა სავჩენკოს ტელეფონით პირადად ესაუბრა და კრემლის პოზიცია გააცნო. რუსეთის ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ შპროტესტის ნიშნად შიმშილობა განაახლა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკიდურესად ამძიმებს. განსასჯელის დამ რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, დის ნაცვლად ციხეში ის ჩასვან.