ევროპულ პროდუქტზე დაწესებული ემბარგოს მოხსნის შემდეგ პირველი რუსულ ბაზარს უნგრული და კვიპროსული პროდუქცია დაუბრუნდება. ამის შესახებ როსსელხოდნადზორის ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა განაცხადა. მისივე თქმით, უნგრეთში, საბერძნეთსა და კვიპროსში უწყების სპეციალისტები უკვე გაემგზავრნენ და მომწოდებლებთან სააუდიტო მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ემბარგოს მოხსნის შემდეგ იმპორტი არ შეფერხდეს. რუსეთში ევროპული პროდუქციის იმპორტი მოსკოვმა გასული წლის აგვისტოში დასავლეთის სანქციების საპასუხოდ აკრძალა.