დონბასში ზავის რეჟიმი მუდმივად ირღვევა. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისივე თქმით, სეპარატისტებმა უკრაინულ პოზიციებს ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნეს, რასაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 5 კი დაიჭრა. ანალოგიურ ბრალდებებს კიევს სეპარატისტებიც უყენებენ. მათი მტკიცებით, უკრაინულ მხარეს ე.წ. ურთიერთშეხების ხაზიდან მძიმე შეიარაღების ნაწილი არ გაუყვანია.