რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ყირიმში არსებული ვითარება რუსეთის შიდა საქმეა და სხვა ქვეყენების მიერ მისი განსჯა საჭირო არ არის.
ის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენ პსაკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწორედ ამ უკანასკნელის მიერ ყირიმის მიტაცების გამო დააწესა და ეს სანქციები ძალაში მანამ დარჩება, ვიდრე ნახევარკუნძული უკრაინის შემადგენლობაში არ დაბრუნდება.
,,მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც ვიცი, ჯენიფერ პსაკის გამონათქვამებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და მე არ მინდოდა მასზე რეაგირება.
არ არსებობს არავითარი ანექსია. ყირიმი რუსეთის ფედერაციის რეგიონია და ჩვენი რეგიონების თემა არავის განსასჯელი არ არის.” - აღნიშნა პესკოვმა.