სიტუაცია ყირიმში რუსეთის შიდა საქმეა და სხვა ქვეყნებს არ შეეხება. ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯენ პსაკის განცხადებას. "როგორც ვიცი, ქალბატონ პსაკის ოფიციალური პასუხი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გასცა. მე კი დავამატებ, რომ არანაირი ოკუპაცია ყირიმში არ მომხდარა. ყირიმი რუსეთის რეგიონია. ჩვენს რეგიონებთან კი არავის არაფერი ესაქმება,"-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. რუსეთი ყირიმის ოკუპაციაში აშშ სახელმწიფო მდივანმა გუშინდელ ბრიფინგზე დაადანაშაულა და ღიად განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ სანქციები მანამდე იმოქმედებს, სანამ ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება.