კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფინანსური დახმარების სახით 5 მილიარდი დოლარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკი იტყობინება. პროგრამა 2017 წლის ბოლომდე უკრაინის სავალუტო რეზერვების გაზრდას 17 მილიარდი დოლარით ითვალისწინებს. პრემიერ იაცენიუკის განცხადებით, სოლიდური თანხა ეკონომიკის, ფინანსური სექტორისა და ვალუტის კურსის გამყარებას მოხმარდება და მომავალი წლისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატებას შეუწყობს ხელს.