რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა ბორის ნემცოვის ხსოვნას პატივი არ მიაგეს. მოსკოვში მოკლული ოპოზიციონერის ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგება კოლეგებს "სამართლიანი რუსეთის" ლიდერმა დიმიტრი გუტკოვმა სთხოვა, რაზეც მათგან უარი მიიღო. დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა კი განაცხადა, რომ სატათბირომ ნემცოვის ხსოვნას პატივი უკვე მიაგო და განმეორებით ამის გაკეთების აუცილებლობა არ არსებობს.