მასშტაბური საპროტესტო აქცია აზერბაიჯანში. ეროვნული ვალუტის დევალვაციით გამოწვეული ფასების ზრდა ბაქოს ცენტრში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. აქციაზე, რომელიც აზერბაიჯანის დემოკრატიულ ძალთა კავშირის მიერ იყო ორგანიზებული, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პრეზიდენტ ალიევის გადადგომაც მოითხოვეს. პოლიციას დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია.