ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ზაურ დადაევს მყარი ალიბი აქვს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ივან გერასიმოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციონერის მკვლელობისას დადაევი შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა, რისი დადასტურებაც რამდენიმე მოწმეს შეუძლია. დღეისათვის ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით ჩრდილოეთ კავკასიის 5 მოქალაქეა დაკავებული. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.