ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა განაახლა. რუსების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედრო მფრინავის მიმართვას მისი ადვოკატი სოციალურ ქსელ ტვიტერში აქვეყნებს. "5 მარტს შიმშილობა იმის გამო შევწყვიტე, რომ კეთილი ადამიანებისთვის ანგარიში გამეწია, მაგრამ ასე არ შემიძლია, რათგანაც ასე ჩემი თავის მიმართ პატივისცემას დავკარგავ. ამიტომ, 16 მარტიდან შიმშილობას ვაგრძელებ მანამ, სანამ უკრაინაში არ დამაბრუნებენ ან რუსეთის ციხეში არ მოვკვდები,"-აცხადებს სავჩენკო.