უბედური შემთხვევა დონეცკში. კონსტანტინოვკის დასახლებაში უკრაინულმა სამხედრო მანქანამ შემთხვევით 8 წლის ბავშვი გაიტანა. გოგონა ადგილზევე დაიღუპა, დედამისი კი მძიმედ დაშავდა. კიდევ ერთი მცირეწლოვანი ბავშვი კი, რომელიც 39 წლის ქალბატონს ეტლით მიჰყავდა, უვნებელი გადარჩა. ჯავშანმანქანაში მყოფი სამხედრო მოსამსახურები დაკავებულნი არიან. ისინი სამხედრო პროკურატურაში გადაიყვანეს. მომხდარი კონსტანტინოვკის მოსახლეობამ ხმაურიანი აქციით გააპროტესტა.