რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრა ასტანაში 20 მარტისთვის არის ჩანიშნული.
ვლადიმერ პუტინი, ნურსულთან ნაზარბაევი და ალექსანდრე ლუკაშენკო სხვა საკითხებთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.
,,მხარეები სამ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური განვითარების პერსექტივებს განიხილავენ. ასევე, მსოფლიო ეკონომიკაში თანამედროვე ტენდენციების გავლენის გათვალისწინებით ევრაზიაში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრებენ.
გარდა ამისა, საუბარი აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს, მათ შორის უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხება.” - ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 12-13 მარტისთ[ის იყო დაგეგმილი, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.