კალკუტაში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომელიც ინდოეთში ქალების გაუპატიურების წინააღმდეგ არის მიმართული.
ორგანიზატორებმა აქციების მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შაბათს, 74 წლის მონაზონი ინდოეთში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.
შემთხვევა დასავლეთ ბენგალიის შტატში მდებარე მონასტერთან არსებულ კათოლიკურ ქალთა სკოლაში მოხდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გამოდიან ლოზუნგებით: ,,გადარჩინეთ ქალები!'' და ,,გადაარჩინეთ ინდოეთი!”
ძალადობის მსხვერპლი მონაზონი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.