პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე პარალამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების დასწრება აუცილებელი არ არის.
,,გვაქვს ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, მთავრობა არის დამოუკიდებელი. ჩვენ ვართ აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. შარშან ჩვენ უკვე დავამკვიდრეთ ახალი პრაქტიკა. მოგეხსენებათ, შარშან პრეზიდენტის გამოსვლისას არ ჩავთვალეთ საჭიროდ პარლამენტში მისვლა. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გამოსვლაც მნიშვნელოვანია, პარლამენტის თავმჯდომარისაც, დეპუტატებისაც. ყველას გამოსვლა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ახალი პრაქტიკა, ასე რომ, მე არ ვთვლი, რომ აუცილებელია მთავრობის წევრების დასწრება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს გამოვა.