უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი გუშინ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და მისი ოპერატიულად გამოძიების მომხრეა.
,,ზუგდიდის ინციდენტზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ფაქტი უსწრაფესად იქნას გამოძიებული. მეც შევუერთდები ამ მიმართვას. მაშინ, როდესაც პარტიის ხელმძღვანელი ვიყავი, დაახლოებით მსგავსი ინციდენტი მოხდა და ის ადამიანები, ვინც გამოიკვეთნენ, რომ ამაში მონაწილეობდნენ, პარტიის რიგებიდან გავრიცხეთ. იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სწრაფად გამოიძიებენ და შემდეგ უკვე პოლიტსაბჭო იმსჯელებს, თუ ის ადამიანები პარტიის წევრები არიან, მათ პასუხისმგებლობაზე,“ - განაცხადა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და ყოფილი თავდაცვის მინისტრის მეუღლის ანი ნადარეიშვილის ოფისები დაარბიეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.