პროკურატურა სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ჟურნალისტებთან პროკურორმა რევაზ ნადიომ განმარტა არ არსებობს მოტივაცია, რომელიც გაამართლებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
,,აუცილებლად შევეცდებით ჩვენი პოზიციის მართებულება დავამტკიცოთ ზედა ინსტანციაში. არ არსებობს მოტივაცია, რომელიც გაამართლებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა ნადოიმ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე უდანაშულოდ სცნო.
ამასთან 10 000 ლარი რომელიც ჩაჩუას გირაოს სანაცვლოდ ჰქონდა გადახდილი უკან დაუბრუნდება.
ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ლევან ჩაჩუას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის ჰქონდა წაყენებული.
გამოძიების ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტმა დაკისრებული მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.