იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო საზოგადოება ირანს ბირთვული პროგრამის გაგრძელებაზე დათანხმდება, ბირთვული საწვავის შექმნის უფლებას საუდის არაბეთიც მოითხოვს. ამის შესახებ სამეფო ოჯახის გავლენიანმა წევრმა, პრინცმა ფეისალმა BBC-სთვის მიცენულ ინტერვიუში განაცხადა. ტურკი ფეისალი დასავლეთს მას შემდეგ დაემუქრა, რაც საერთაშორისო ექვსეულმა განმარტა, რომ თეირანის მიერ ბირთული პროგრამის შეზღუდვა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, საუდის არაბეთის განცხადებით კი თეირანმა ბირთვული პროგრამა მთლიანად უნდა შეაჩეროს.