საჰაერო სივრცეში შემქნილი პრობლემების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ისევ პარალიზებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ევროპის მიმართულებით დაგეგმილი ყველა რეისი დღეს დილითაც გადაიდო.
ავიაკომპანია "აირზენა" ვენის მიმართულებით ფრენას 16:00 საათზე, კიევის მიმართულებით კი 17:00 საათზე გეგმავს. რაც შეეხება პარიზისა და ამსტერდამის მიმართულებებით განსახორციელებელ რეისებს, რომლებიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, სამშაბათამდე გადაიდო.
ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის შესრულდება რეისები ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით.
"აირზენას" წარმომადგენლების განცხადებით, მგზავრებს რეისების არშესრულების შემთხვევაში მგზავრობის საფასური აუნაზღაურდებათ.